2026 წლის 30 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ატარებს ფაკულტეტის დღისადმი
მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას.
მიზნობრივი ჯგუფი:
მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები
მნიშვნელოვანი თარიღები:
25 ივლისი - სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენა
28 ივლისი - კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების შერჩევა
30 ივლისი - პრეზენტაცია
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების დაჯილდოვება:
კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო;
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი
სამეცნიერო ნაშრომის პუბლიკაცია:
სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში
მეტი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს
